09 დეკემბერი 2024,   12:09
ვრცლად
მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური გაერთიანება "დემოკრატთა საერთაშორისო კავშირი" გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებს

მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური გაერთიანება დემოკრატთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე, სტეფან ჰარპერი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ოფიციალურ გაცხადებას ავრცელებს.

კავშირი მხარდაჭერას უცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. 

ჰარპერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატთა საერთაშორისო კავშირი ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ ფაქტებს შეშფოთებით ადევნებს თვალს. 

"არჩევნები, რომელიც პატივს სცემს გამჭვირვალობის ყველა მოთხოვნას, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოსთვის, დაამტკიცოს, რომ შეუძლია, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი იყოს. დემოკრატთა საერთაშორისო კავშირი შეშფოთებით ადევნებს თვალს გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ტალღას და მოუწოდებს ყველა მხარეს, იმოქმედოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპის შესაბამისად. მოქრთამვისა და არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მცდელობა უნდა შეწყდეს და გამოძიებული იყოს. კავშირი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს გრიგოლ ვაშაძეს და მიიჩნევს, რომ სწორედ ისაა კანდიდატი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში დასაბრუნებლად გაუძღვება," - ნათქვამია სტეფან ჰარპერის განცხადებაში.

დემოკრატთა საერთაშორისო კავშირი მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, მათ შორისაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.

დღის ამბები