09 დეკემბერი 2024,   11:58
ვრცლად
"მთელ საქართველოს მოვუწოდებ, რომ გააკეთოს გონივრული არჩევანი" - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს. ზაზა სარალიძე მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მათ გააზრებული არჩევანი უნდა გააკეთონ.

„მთელ საქართველოს მოვუწოდებ, რომ გააკეთოს გონივრული არჩევანი. მე ვერც ვერავის დავაძალებ, ვინმეს მხარი დაუჭიროს ან ერთს, ან მეორეს. ყველას თავის აზრი გააჩნია და ყველამ უნდა აწონ-დაწონოს და გააკეთოს საკუთარი არჩევანი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეესაბამება,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ზაზა სარალიძის თქმით, დღევანდელ პროცესზე პროკურორები მას "ზედაც კი არ უყურებდნენ". 

"ერთი უდიდესი პრობლემა გაგვაჩნია ჩვენ, სადაც გვებრძვის ხელისუფლება პირადად უკვე," - ამბობს სარალიძე.

ზაზა სარალიძე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის, მამასთან ერთად პარლამენტის წინ აქციას სექტემრიდან მართავს. ის ხელისუფლებას მათი შვილის მკვლელების დასჯისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები