03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცს გადაუარა - პირველი ვიდეოკადრები

ქუთაისის მახლობლად, სადგურ ბროწეულასთან მამაკაცს მატარებელმა გადაუარა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილი პირის ვინაობა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 

უცნობია ისიც, თუ როგორ და რა მიზნით აღმოჩნდა გარდაცვლილი სარკინიგზო ხაზზე. 

სოფელ ბროწეულას ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც სარკინიგზო მოძრაობის წესების დარღვევას ითვალისწინებს.

ინციდენტის გამო ქუთაისი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერებული იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები