საარჩევნო უბნები დახურულია - შემდეგი ეტაპი ხმების დათვლაა. ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე წუთია დაიწყო.
ცესკოში ბრიფინგი 21:00 საათზეა დაგეგმილი. ამ ბრიფინგზე ცნობილი გახდება ამომრჩეველთა აქტივობა. ამის შემდეგ ცესკო მიღებულ ოქმების გასაჯაროებას დაიწყებს.
ცესკოში ასევე ელოდებიან, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი დღის მანძილზე არჩევნებს აკვირდებოდნენ.
ისინი დარღვევების შესახებ განცხადებებს გააკეთებენ. დაახლოებით ერთი საათის წინ ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ თამარ ჟვანიასგან მიიღეს პირობა, რომ ოქმები დროულად აიტვირთება.