19 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
შვილიშვილმა ბებიის ნაცვლად ხმა მისცა - ოპოზიცია ხურვალეთის საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მძიმე დარღვევებით მიმდინარეობდა. დამკვირვებლებმა ძალადობა, ზეწოლა და უამრავი დარღვევა საარჩევნო უბნებზე უკვე დააფიქსირეს.

შიდა ქართლში ხმას სხვისი პირადობის მოწმობით აძლევდნენ. ბოლო ასეთ შემთხვევას სოფელ ხურვალეთში ხმაური მოჰყვა.

სოფელ ხურვალეთში საარჩევნო უბნის წარმომადგენლების განცხადებით, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებით დაფიქსირდა ორი დარღვევა.

ერთ-ერთ ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინა ხმა. ხოლო მეორე შემთხვევისას ბებიის ნაცვლად შვილიშვილმა მისცა ხმა.

როგორც კომისიის წევრები განმარტავენ, ბებია ცუდად გახდა და ამიტომ შვილიშვილმა მისცა ხმა.

„შვილიშვილმა მისცა ხმა, ნახევარი საათით ადრე ბებია გაუხდა ცუდად და წაიყვანეს თბილისში, პირადობა ჰქონდა ამ ქალის. აქ რომ ყოფილიყოო, მაინც მწოლიარე იყო და ვერ მისცემდა ხმასო“-ამბობს კომისიის წევრი.

გაერთიანებული ოპოზციის წარმომადგენელი ითხოვს, რომ გადასატანი ყუთის მონაცემები ბათილად იქნას ცნობილი.

დღის ამბები