19 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
მინდა მივულოცო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს... საქართველო არის შემდგარი დემოკრატია - მამუკა ბახტაძე

„მინდა საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი გამარჯვება ქართული დემოკრატიის. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

მამუკა ბახტაძის თქმით, შემდგარ დემოკრატიაზე მეტყველებს ის, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალი იყო.

„მინდა მივულოცო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ამასთან ერთად მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი ტურის შედეგები, ასევე, ბუნებრივია, მეორე ტურის შედეგებიც. ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ჩვენ ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი,“ - ამბობს ბახტაძე.

რუსთავი 2-ს დაკვეთით Edison research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს  55%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 45% უჭერს მხარს.

დღის ამბები