სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე სამართალდამცავთა განსაკუთრებულ მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ჩუბინიძის თქმით, გარკვეული ინფორმაციები აქვთ, რის გამოც საჭირო გახდა სამართალდამცავთა მობილიზება, თუმცა არ აკონკრეტებს რა სახის ინფორმაციას ფლობს ძალოვანი უწყება.
“გვაქვს გარკვეული ინფორმაციები და მზად ვართ მთლიანად... ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ განსაკუთრებულად მობილიზებული ვართ. ყველაფრისთვის, რომ ყველანაირად იყოს დაცული ჩვეულებრივი საზოგადოების ფენის სიმშვიდე და სიწყნარე და ჯანმრთელობა,“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.