19 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - მუსიკოსებმა, მხატვრებმა, მოცეკვავეებმა, პუბლიცისტებმა თავიანთი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირეს

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - დღეს მუსიკოსებმა, მხატვრებმა, მოცეკვავეებმა, პუბლიცისტებმა თავიანთი სამოქალაქო პოზიცია ბიულეტენებზე დააფიქსირეს.

მსოფლიოში ცნობილი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი პროგრესის ასარჩევად მონტე-კარლოდან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა და თავისუფალ არჩევანთან ერთად თავისი მსოფლიოში აღიარებული ხმა საქართველოს სივრცეში აფხაზეთის და სამაჩაბლოს ერთიან სხეულს მისცა.

პაატა ბურჭულაძე პარიზიდან ბასტილიის თეატრში დაგეგმილ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში არჩევნებისთვის დაბრუნდა. მსოფლიო ბანმა ხმა ისეთ საქართველოს მისცა, სადაც სათავეში არ იქნება ოლიგარქი და სადაც არ შიმშილობენ ბავშვები.

დღევანდელმა არჩევნებმა სტაგნაცია და ერთპიროვნული, დაუბალანსებელი პოლიტიკა უნდა დაამარცხოს, თვლის მხატვარი გია ბუღაძე,

„ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები არ მალავენ იმედგაცრუებას და ისევ ძალადობის დამარცხებას ითხოვენ. თამარ ჭოხონელიძე თვლის, რომ საქართველოს გადარჩენა დღეს მხოლოდ გაერთიანებას და მრავალპარტიულ, კოალიციურ მთავრობას შეუძლია.

ქვეყანაში გაბატონებული დაუსჯელობის წინააღმდეგ საზოგადოება შვილმოკლული მამების ირგვლივ განვითარებულმა უსამართლობამ გააერთიანა.

15 წლის წინ ნოემბერში-შევარდნაძის მიერ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ წვიმის მუსიკოსები თავიანთი ხმების და ხალხის არჩევანის დასაცავად ქუჩაში იდგნენ. 

დღის ამბები