ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველად წინასწარ შედეგს, სავარაუდოდ, ღამის 02:00 საათისთვის გამოაცხადებს. ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანი მიქელაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ანი მიქელაძის თქმით, ცესკო-ში შემაჯამებელი ოქმების ძირითადი ნაწილი 23:00 საათისთვის შევა.
მიქელაძის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა, რაც 1 975 845 ამომრჩეველია.
მიქელაძის თქმით, ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველთა აქტიურობა. მიქელაძის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში დაფიქსირდა.
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ავღანეთის საარჩევნო უბნების დათვლა. ავღანეთის ერთ-ერთ უბანზე იყო 750 ამომრჩეველი, მეორეზე 143. დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ ორივე უბანზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.