"პირველადი ინფორმაციები, რაც მოგვდის, სამწუხაროა, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, არჩევნები არ ჩატარებულა. დღეს არჩევანი ქართველ ერს, ქართველ ხალხს წაართვეს,“- ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, არჩევნების გაყალბების შესახებ კონკრეტული ფაქტი წარადგინა. მისი თქმით, გაასაჯაროებს მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს, თუ რამდენი ხმა გაბათილდა აჭარაში.
ლევან ვარშალომიძის შეფასებით, საჯარო მოხელეებს აიძულებდნენ, რომ შემოხაზული ბიულეტენისთვის ფოტო გადაეღოთ. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ხმას დაიცავენ.