19 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
არჩევნების პირველი ტური და მეორე ტური - ვის მისცა ხმა დავით უსუფაშვილისა და ზურა ჯაფარიძის ამომრჩეველმა

ერთი თვე არჩევნებიდან არჩევნებამდე - მწერალმა რუსუდან რუხაძემ 30 დღის წინ ხმა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა. ის საკუთარ არჩევანს არც 28 ნოემბერს მალავს და ამბობს, რომ ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მისცა.

ამბობს, რომ ხმა კონკრეტულად გრიგოლ ვაშაძეს კი არა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მისცა.

ნიდერლანდების ინსტიტუტის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამბობს, რომ 28 ოქტომბერს ხმა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მისცა, ერთი თვის შემდეგ კი მან ხმა ძალაუფლების ურთიერთდაბალანსებას მისცა. მისი თქმით, ძალაუფლების კონცენტრირება ერთი პარტიის ხელში არ უნდა მოხდეს და ის განაწილებული უნდა იყოს.

„გირჩის“ ამომრჩევლებმა ერთი თვის წინ ხმა ოპოზიციური კანდიდატს მისცეს. დღეს კი „გირჩის“ ამომრჩეველი არტისტი უტა ბექაია არჩევნებზე აღარ წავიდა. მისი თქმით, მან არ იცოდა ხმა ვისთვის მიეცა.

ამომრჩევლები ფიქრობენ, რომ ერთი თვის წინ დავით უსუფაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძისთვის მიცემული ხმების უმრავლესობა ერთი თვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის აქტივში მოხვდება.

დღის ამბები