„66 უბნის მონაცემი მიჭირავს, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, აქედან 40 უბანია ისეთი, სადაც პირველ ტურში წავაგეთ, მეორეში მოვიგეთ,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა "კვირის აქცენტების" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, მიუხედავად, ტოტალური დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებისა, კონკრეტულ უბნებში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს. მისი განცხადებით, არჩევნები ლეგიტიმური არ არის.
მისი განმარტებით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიცია დღეს კონსულტაციებს გამართავს, რომელსაც ხვალ დილით საზოგადოებას გააცნობენ.
„ჯერ დავთვალოთ ყველა ხმა, ეს ეგზიტპოლია იმ გარემოში, სადაც ამას არჩევნები არ ჰქვია. ეგზიტპოლი შეიძლება ჩატარდეს ევროპაში, ნორმალურ არჩევნებში, ან ჩვენთან თუნდაც აქამდე ნორმალურ არჩევნებს რომ ჰგავდა. ჩვენ საპირისპიროდ არის დაშინება, მოსყიდვა, ქურდული სამყარო, კრიმინალები, რომლებიც დადიოდნენ. ეს მილიონი ხმა, რომელიც იქით არის, ხვალ-ზეგ არის ჩვენი მხარდამჭერი ხმები. რაც ახლა საქართველოში მოხდა, ეს არჩევნები არ არის,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.