მარნეულში სოფელ იმირში ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება 59-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემდეგ დაიწყო. ამ უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა 6 ხმით მოიგო.
თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ოპოზიციის წარმომადგენლები შემაჯამებელი ოქმის ცესკოში წაღების საშუალებას არ აძლევდნენ, რადგან მათ კომისიის თავმჯდომარემ ოქმის ქსეროასლის გადაღების უფლება არ მისცა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება საპატრულო პოლიციასა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის გაგრძელდა.