„ბოლო წლებში ძალიან მიჭირს გავიხსენო იმაზე მძიმე არჩევნების დღე, რომელიც დღეს გვქონდა. არა უბრალოდ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირებები ან მსგავსი რაღაც არ გვინახავს არჩევნების დროს, პრობლემა სხვა რამეშია, ვნახეთ ერთგვარი სქემა, როგორ მუშაობდა,“- ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
სულხან სალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისას გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.
"გუშინ დღის ბოლოს გვქონდა კახეთიდან ინფორმაცია, რომ ამომრჩეველს უნდა გამოეტანა ბიულეტენი საარჩევნო კაბინიდან გახსნილი... ეს იყო მექანიზმი, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით იყენებდნენ,“- განაცხადა სულხან სალაძემ.