19 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ვაკის 76-ე უბანზე პოლიცია გამოიძახეს - ოპოზიციის მტკიცებით, 65-ე უბნიდან 25 ბიულეტენი შეიტანეს

ვაკეში 76-ე უბანზე ინციდენტი მოხდა. უბნის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა და კომისიის სხვა წევრებთან ერთად ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენელმა კოტე იოსელიანმა და ოპოზიციის დამკვირვებლებმა დატოვონ უბანი.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ 76-ე უბანზე სხვა, 65-ე საარჩევნო უბნიდან 25 ბიულეტენი შემოიტანეს.

76-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ეს სტამბის ხარვეზი იყო.

„ჩარეული მხარეებისგან იყო ბევრი მცდელობა რომ უბანი ჩაშლილიყო, ამ ეტაპისთვის გრძელდება პროცედურული საქმიანობა, ხელახლა გადათვლა ბიულეტინების და რაც შეეხება ხარვეზს ეს არის სიცრუე, არავითარი ბიულეტენების შემოტანა არ მომხდარა საქმე გვაქვს სტამბურ ხარვეზთან,“-ამბობს ვაკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

საარჩევნო უბანზე ამ დრომდე ხმაურია. ადგილზე იმყოფებიან პირები, რომლებიც უცნობი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით იმყოფებიან. ისინი იოსელიანს მოუწოდებენ, დატოვოს უბანი. 

ოპოზიცია სავარაუდო კარუსელზე საუბრობს და ვაკის 76-ე და 65-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. შენობის გარეთ დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

„ეს არ არის არჩევნები, რაც ამ უბანზე ჩატარდა. ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა. ჩვენი კომისიის წევრს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ ამ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დაწეროს,“- განაცხადა კოტე იოსელიანმა.

 

დღის ამბები