03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
სამართალდამცველები 32 წლის მამაკაცს ეძებენ

თვეზე მეტია ქუთაისში 32 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც ოჯახში აცხადებენ, დიტო დათუაძე სახლიდან 20 თებერვალს გავიდა. ბოლოს იგი რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სასადილოში ნახეს. თვითმხილველები იხსენებენ, რომ მამაკაცი თბილისში მიდიოდა.

ოჯახმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართა პოლიციას. დათუაძის კვალს სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

 

დღის ამბები