ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვება შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მიულოცა.
როს უილსონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მივიდა.
შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების რჩეულ კანდიდატს შეერთებული შტატების პოზიცია გააცნო.
„მოვედი სალომე ზურაბიშვილისთვის არჩევნებში გამარჯვების მისალოცად და სალაპარაკოდ შეერთებული შტატების ძლიერ მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ. საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა. შევეხეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ წამოჭრილ საკითხებს და იმ საქმეებს, რომელიც გვინდა, ერთად გავაკეთოთ, რომ საქართველო უკეთესი გახდეს,“ - განაცხადა როს უილსონმა.