19 ნოემბერი 2024,   17:15
ვრცლად
უკან გადადგმული ნაბიჯი ქაქრთული დემოკრატიისთვის - ჭავჭავაძის ცენტრი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

უკან გადადგმული ნაბიჯი ქაქრთული დემოკრატიისთვის - ასე აფასებს საპრეზიდენტო არჩევნების მერე ტურს ჭავჭავაძის ცენტრი.

„ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვა, სუს-ისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ფაქტობრივი შერწყმა ოცნების პარტიულ სტრუქტურებთან, ქურდული სამყაროს მობილიზება ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის დაშინებისა და ნების კონტროლის მიზნით, არჩევნების ფარულობის დარღვევა, ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენება, საარჩევნო „კარუსელები“, ფინანსური რესურსის უკიდურესი დისბალანსი - ის ფუნდამენტური პრობლემები თუ მძიმე კანონდარღვევებია, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე და ეჭვის ქვეშ დააყენა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ჭავჭავაძის ცენტრი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და გვერდში დაუდგეს პროდასავლურ ძალებს, რომლებიც მუდმივი დარტყმის ქვეშ იმყოფებიან ხელისუფლების მხრიდან.

დღის ამბები