„ბიძინას ნოტარიუსები," „ხმების ქურდები," „სამარცხვინო არჩევნები," - გაერთიანებული ოპოზიცის წევრებმა, ცესკო-სთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ.
„მიდიოდა პირდაპირ ზეწოლა, დაშინებები, სუს-ი იყო ყველაფერში ჩართული, მათ შორის მოკრიმინალო ელემენტების, რომლებიც პირდაპირ სუს-ზე იყვნენ მიბმული. ეს არის სირცხვილი! საქართველოში საოზგადოებას აღარ აქვს იმის საშუალება, რომ გადაწყვიტოს, თუ ვინ სურს მას ხელისუფლებაში, თუ პრეზიდენტის პოსტზე,“ - აცხადებს მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი ნიკა ნოზაძე.
აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია იყო გამაფრთხილებელი, ხოლო კვირას მთელი საქართველო რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება.
„ხელისუფლებას და მათ შორის ცემტრალურ საარჩევნო კომისიას ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს არ მოვაპარინებთ!“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.