19 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
რესპუბლიკის სასახლე, საკონსტიტუციო სასამართლო თუ პრივატიზაცია - მმართველ გუნდში ავლაბრის სასახლის საკითხი განიხილება

რესპუბლიკის სასახლე, საკონსტიტუციო სასამართლო თუ პრივატიზაცია - რა ბედი ელის ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეს.

მმართველ გუნდში სამი ვარიანტი განიხილება - ერთ-ერთი ვარიანტია მისი “რესპუბლიკის სასახლედ“ გარდაქმნა. შენობის დანიშნულება ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნების უმაღლესი პირების მიღება გახდება.

კიდევ ერთ ვარიანტად ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსების საკითხი განიხილება. მესამე ვერსია შენობის პრივატიზაციაა.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. თამარ ჩუგოშვილის აზრით, ავლაბრის რეზიდენციის პრივატიზება არ მოხდება. 

„არ მგონია ამ სასახლის პრივატიზება სერიოზულად შეიძლება იქნას განხილული,“-ამბობს ჩუგოშვილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ამბობს, რომ დასახელებულ ვერსიებს შორის, ყველაზე სწორი შენობის პრივატიზება იქნება.

გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ თუ შენობის პრივატიზება არ მოხდება, მაშინ ამ შენობაში უმჯობესია მუზეუმი განთავსდეს.

იქ ხალხმა უნდა იაროს - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე. მისი თქმით, შენობაში ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია და განხილვა უნდა მოეწყოს.

„მოეწყოს სივრცე, რასაც დავარქმევდი თბილისის არქიტექტურის მომავალ პირობით სახელად. იქ გავმართავდი სივრცეს, სადაც იქნებოდა მსჯელობა ქალაქის მომავალ განვითარებასთან მიმართებაში,“-ამბობს კობერიძე.

დღის ამბები