19 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა მოულოდნელად გააუქმა

ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად ბუენოს აირესში ჩავიდა.

არგენტინის დედაქალაქში იმყოფება დონალდ ტრამპიც, რომელმაც მოულოდნელად რუს კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

მიზეზი აზოვის ზღვაში უკრაინული გემებისა და მეზღვაურების დაკავება გახდა.

სამი ხომალდი და 23 სამხედრო კვლავ რუსების ხელშია. რამდენიმე მეზღვაური მოსკოვში, ლეფორტოვოს ციხეში გადაიყვანეს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა იმის გამო გააუქმა, რომ უკრაინულ გემებს რუსულმა ხომალდმა ცეცხლი გაუხსნა და დააკავა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ლავროვის უწყება, რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან მოლაპარაკება უკრაინის სიტუაციაზე უფრო მეტად, შიდა პრობლემების გამო გააუქმა.

დღის ამბები