19 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
"თუ თბილისში მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანა, მხოლოდ მივესალმებით" - სასამართლოს თავმჯდომარე თანახმაა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში იმუშაოს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე მიესალმება იდეას პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საკონსტიტუციო სასამართლოს განლაგების შესახებ. თავაძე ამბობს, რომ მან იცის საკუთარი კოლეგების მოსაზრება და ისინი თანხმდებიან, რომ სწრაფი და ეფექტური მუშაობისთვის, უმჯობესია საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმიდან თბილისში გადმოვიდეს.

მისი განცხადებით, ამ დრომდე საკითხი მათთან არ განხილულა. თავაძე ამბობს, რომ ის არც შენობის სტრუქტურას იცნობს, მასში მხოლოდ სტუმრის სტატუსით არის ნამყოფი და არ შეუძლია საუბარი, გამოსადეგარი იქნება თუ არა ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენცია საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებისთვის.

„თუ ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი დადებითად და თბილისში მოხდება ჩვენი სასამართლოს გადმოტანა მხოლოდ მივესალმებით. იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ალბათ სწრაფი და ეფექტური კონტროლის განხორციელებისთვის უპრიანი იქნებოდა, თუ ეს ინსტიტუცია იქნებოდა თბილისში,“-ამბობს თავაძე.

როგორც ცნობილია, მმართველ გუნდში სამი ვერსია განიხილება-რეზიდენციის რესპუბლიკის სასახლედ გადაკეთება, შენობაში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსება, ან პრივატიზაცია.

დღის ამბები