19 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
„ოცნების“ შავი სია - მზადდება გეგმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მისი აქტიური პროცესებიდან ჩამოსაშორებლად

„ქართული ოცნების“ შავი სია, რომლის სათავეში ახლა უკვე „რუსთავი 2“ და მისი გენერალური დირექტორი დგას. მუქარის შემცველი შეტყობინების მთავარი გზავნილი, რომელიც „კურიერის“ ჟურნალისტმა ყალბი ანგარიშიდან მიიღო, გაფრთხილებაა, რომ მზადდება გეგმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მისი აქტიური პროცესებიდან ჩამოსაშორებლად.

Instagram-ის მომხმარებელი სახელით რონორენი „კურიერის“ ჟურნალისტს წერს, რომ არჩევნების შემდეგ მოშე კლუგჰაფტის საკუთარ გუნდთან ერთად „ქართული ოცნებისთვის“ მუშაობას აგრძელებს. მისი შემდეგი სამიზნე კი "რუსთავი 2"-ია და შავი PR-ის სპეციალისტებმა უკვე შეაღწიეს დამოუკიდებელი ტელევიზიის კომპიუტერულ ქსელში.

Instagram-ის მომხმარებელი სახელით რონორენი ამბობს, რომ მოშე გლუკჰაფტი მარტო არ მოქმედებდა და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ მათი მიზანი „ოცნების“ მთავარი კონკურენტის „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის 10 პროცენტამდე შემცირებაა.

„ქართული ოცნების“ ახალი იდეოლოგის მხარდამჭერები მხოლოდ „რუსთავი 2"-ს არ ემუქრებიან. მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება ისრაელში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც გაუგზავნეს. რიჩარდ მაღალაშვილი, რომელიც უკვე 18 წელია ისრაელში ცხოვრობს, ყვება, რომ მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც მან მოშე კლუგჰაფტის Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე კრიტიკული კომენტარი დატოვა.

რიჩარდ მაღალაშვილი ვარაუდობს, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს მოშე კლუგჰაფტის გუნდის წევრი ჰაკერი აგზავნის. ე.წ. "ინტერნეტ ბოტს" წვდომა აქვს პერსონალურ ინფორმაციასთან და ამით აშანტაჟებს კრიტიკული აზრის მქონე სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

კლუგჰაფტმა საქართველო უკვე დატოვა, თუმცა 16 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ის, სავარაუდოდ, დაესწრება. რა ანაზღაურება მიიღო მოშე კლუგჰაფტმა სალომე ზურაბიშვილის PR სტრატეგიისთვის ამ დრომდე არ სახელდება. სავარაუდოდ ეს თანხმა მილიონ ლარს აღემატება.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები