გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“ მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება.
გაერთიანებული ოპოზიცია 800 ათასი ხმის მიღების შემდეგ, გეგმავს აიძულოს ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ხელისუფლება მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს ისევ რევოლუციურ სცენარში ადანაშაულებს.
პრემიერ-მინისტრს დღეს იმის შეხსენებაც კი დასჭირდა, რომ პროტესტი - მოქალაქეების კონსტიტუციით დაცული უფლებაა.
გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებს და მოთხოვნებს არარეალურს უწოდებს პარალმენტის სპიკერი. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას ყალბი მოლოდინი აქვს და ურჩევენ რეალობას შეეგუონ.
გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი პარტნიორი მეორე ტურში, ევროპული საქართველო ამბობს, რომ იზიარებს პროტესტის სულისკვეთებას, მაგრამ არ იქნება აქციის ორგანიზატორებს შორის.
კვირას, 15:00 საათზე გაირკვევა ვინ შეუერთდება ძალადობრივი არჩევნების წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.