19 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
"საქართველოს მყიფე დემოკრატია ზღვარზე ქანაობს" - ინგლისურენოვანი გაზეთი New Europe ვრცელ სტატიას აქვეყნებს

"საქართველოს მყიფე დემოკრატია ზღვარზე ქანაობს" - ვრცელ სტატიას ამ სათაურით  ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გაზეთი New Europe ავრცელებს.

პუბლიკაციაში წერია, რომ ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური გაყალბებით გამოირჩეოდა. ავტორის შეფასებით, ივანიშვილის სიმდიდრის წყალობით, ქართული ოცნება იქცა საარჩევნო კამპანიის მანქანად, რომ მობილიზება გაეკეთებინა ვაჭრობის ყველა ინსტრუმენტის და გავლენა მოეხდინა მოსახლეობაზე გზავნილით, რომ ის არის მმართველი პარტია და როგორც საბჭოთა კავშირში ხმა მისთვის უნდა მიეცათ.

სტატიაში წერია, რომ ქართულმა ოცნებამ უწყვეტი სატელევიზიო რეკლამებით, სატელეფონო ზემოქმედებით, პლაკატებით და უცნაურად წარმოდგენილი ივანიშვილის გზავნილებით, 6 წელი ოპოზიციის დემონიზებას მოახმარა.

ავტორის აზრით, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები არაფერი იყო, გარდა რეფერენდუმისა ქართული ოცნების ქვეყნის საქმეების არასწორად მართვის შესახებ.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ არჩევნების წინ ივანიშვილმა ზურაბიშვილში ჩადებული ინვესტიცია გააორმაგა და განაცხადა, რომ მისი ფინანსური ინსტიტუტი 600 ათასამდე ადამიანს ვალებს ჩამოაწერდა.

სტატიაში საუბარია საქართველოში ვლადიმერ პუტინის უახლოესი მეგობრის, ვიქტორ მედვედჩუკის, ვიზიტზეც, რომელიც გავრცელებული ცნობით, ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო გუნდის წევრებს სტრატეგიის განსახილველად შეხვდა.

ავტორს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებიც მოჰყავს, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და ზღვარმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ გადაკვეთა, ზარალი მიაყენა ხმის მიცემის პროცესის ლეგიტიმურობას.

პუბლიკაციის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ, თუ მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს ოპოზიციის მოწოდებას, არ გახადოს ქვეყანა პუტინის რუსეთის სამხრეთ კავკასიურ ანალოგად და ზურგს შეაქცევს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ზურაბიშვილის არჩევა შესაძლოა, ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისი გახდეს.

დღის ამბები