03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
ზუგდიდში აქციის მონაწილეები სალარო აპარატების შეძენას აპროტესტებენ

ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სავაჭრო ცენტრ „ალიანსის” 200-მდე მოვაჭრე სავაჭრო ცენტრის წინ სალარო აპარატების დაყენების მოთხოვნას აპროტესტებს.

მათი განცხადებით, საგადასახადო ადმინისტრაციამ დაავალდებულა ისინი, რომ სალარო აპარატები შეეძინათ.

აქციის მონაწილეებით თქმით, ვაჭრობის კლების გამო მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ხელისუფლებამ შეგნებულად, ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაავალდებულა ისინი სალარო აპარატები შეეძინათ.

აქციის მონაწილეები გაზრდილ გადასახადებზეც ჩივიან და აცხადებენ, რომ 21 მარტის აქციის შემდეგ ვარაუდობენ, რომ თანხა კიდევ მოემატებათ.

მოვაჭრეების თქმით, როდესაც მათ განაცხადეს, რომ 21 მარტის აქციას შეუერთდებოდნენ,  გადასახადის გაზრდაზე ლაპარაკი დროებით შეჩერდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები