19 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ულტიმატუმი ხელისუფლებას - ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ აუცილებელია მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული სისტემით გაიმართოს.

გადაწყვეტილების მისაღებად და სამუშაო ჯგუფების შესაქმნელად ოპოზიცია ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე აძლევს. არდათანხმების შემთხვევაში ოპოზიცია ქუჩაში კიდევ უფრო მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

„16-მდეა ვადა, არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნები და ყველაფერი დამოკიდებულია იმ ჯგუფზე, რომელიც თავის თავს „ქართულ ოცნებას“ უწოდებს. მათზეა დამოკიდებული ჩვენი სამომავლო გეგმები და ნაბიჯები. კონსულტაციებს ვთავაზობთ იმ გეგმის შესასრულებლად, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. საარჩევნო სისტემის და გარემოს შეცვლა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ის რიგი მოთხოვნები, რომელიც იყო ჩამოყალიბებული,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები