19 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება 

ახლად არჩეული პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს დღეს შეხვდება. სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის აუდიენცია ავლაბრის სასახლეში 16:00 საათზე შედგება.

ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში, სავარაუდოდ, გუნდის წევრებთან ერთად მივა - მათ შორის იქნება ლაშა ჟვანიაც, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელად სახელდება.

პარალელურად, დაწყებულია ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სამზადისი - ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. რის შემდეგაც ახალი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციის ნაცვლად ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში დაიდებს ბინას. ამჟამინდელ საპრეზიდენტო რეზიდენცია კი დროებით დაიკეტება.  
რა ფუნქცია ექნება ავლაბრის სასახლეს ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები