19 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ტერორისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი მართვით სუნთქვაზეა

ხელისუფლების ტერორისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მსხვერპლი - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ამ დრომდე კომაშია.

ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ქირურგიული ჩარევის შემდეგ არ გაუმჯობესებულა.

კლინიკური ცენტრის დირექტორის, გიორგი ხუციშვილის ინფორმაციით, ის მართვით სუნთქვაზე კომატოზურ მდგომარეობაშია.

„შემოსვლისას მდგომარეობა იყო მძიმე, იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ პაციენტს ჰქონდა თავის ტვინის წინა არტერიის ანევრიზმის რუპტურა ანუ გასკდომა პარკუჭოვან ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა... პაციენტი ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში,“ - განაცხადა გიორგი ხუციშვილმა.

ია კერზაიას ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" მიერ დავალებულ აგიტაციაზე საუბრობს. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ინსპექტირების სამსახური სკოლაში მიზანმიმართულად, ია კერზაიასგან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმების მობილიზებაზე უარის მიღების შემდეგ მიავლინა.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები