19 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
„ევროპული საქართველო” დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის კორექტირებას ითხოვს

„ევროპული საქართველო” დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის კორექტირებას ითხოვს.

ფრაქციის წევრები დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ინიციატივას დააყენებენ, რომ დაგროვებითი პენსია არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იყოს.

მთავრობის გადაწყვეტილებით კი სისტემაში 40 წლამდე ყველა მოქალაქე უპირობოდ უნდა ჩაერთოს,რაც მიუღებელია ოპოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ მათი შენიშვნის გაზიარება არ მოხდა, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. საპარლამენტო უმრავლესობა კი ცვლილებებს არ გეგმავს.

დღის ამბები