07 მაისი 2024,   08:44
ვრცლად
იყო ბევრი წარმატება და გამოწვევა - კალაძემ საქმიანობის ერთი წელი ამჯერად თბილისის მთავრობის სხდომაზე შეაჯამა

თბილისის მერმა საქმიანობის პირველი წელიწადი კიდევ ერთხელ, ამჯერად დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შეაჯამა. კახა კალაძემ თბილისის მერიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების ხარჯზე დედაქალაქის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს გადასცდება.

„ამ ერთი წლის განმავლობაში იყო ბევრი წარმატება, იყო ბევრი გამოწვევა, რომელთა დიდი ნაწილი დავძლიეთ, დიდი ნაწილის დაძლევა მიმდინარეობს, პროცესი გრძელდება, იყო პროვოკაციები, ტყუილებიც, სიცრუე ჩემ მიმართ, ჩემი თანაგუნდელების მიმართ, თუმცა ყოველთვის ვცდილობდით, რომ არცერთი სიცრუე არ დაგვეტოვებინა პასუხის გარეშე. გამოწვევები რჩება, ბევრია პრობლემა, ჯერ კიდევ ბევრი ქუჩაა, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება. სამწუხაროდ, არსებობს ბევრი შენობა-ნაგებობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს გამოწვევები. ამ ყველაფერს ღირსეულად ვუპასუხებთ მომდევნო წლების განმავლობაში.“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები