03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
იურისტები ადვოკატ დავით კაკოიშვილის ცემის ფაქტის სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის და ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით, ადვოკატ დავით კაკოიშვილს წუხელ საკუთარ სადარბაზოსთან ორმა უცნობმა პირმა სცემა.

მათ ამის შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთეს.

იურისტები მომხდარს 20 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის დარბევის ფაქტს უკავშირებენ და მოუწოდებენ პროკურატურას, სასწრაფოდ გამოიძიოს წუხელ მომხდარი დანაშაული.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარის ანდრო ბარნოვის განცხადებით, საქმე უნდა იქნეს აუცილებლად გამოძიებული, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ამას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს.

აღნიშნული საქმის გამოძიებას ითხოვს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატიც.

„გასულ კვირას მან გაგზავნა სარჩელი სასამართლოში სადღობელაშვილის და „თავისუფალი თაობის” წინააღმდეგ და სწორედ ამას მოჰყვა მის სადარბაზოსთან დახვედრა,” - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

 

დღის ამბები