19 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
დავით ზალკალიანი ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიის თემაზე დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დღეს ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიის თემაზე შეხვედრით დასრულდება. მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ნატო-ს ასპირანტთა შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ის ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება.

ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტერიალი ორი დღის წინ დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში შედგა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც ნატომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო ალიანსის ერთგული პარტნიორია და ის აგრძელებს საქარველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებას.

დღის ამბები