19 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
ირანის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე პრობლემები ექმნებათ - ზალკალიანი განმარტებას აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ
ირანის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ.

გავრცელებული ცნობით, მხოლოდ ერთ დღეს საქართველოში შემოსვლაზე უარი 200 ირანელს ეთქვა.

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მას  განსხვავებული ინფორმაცია აქვს, თუმცა ირანის საელჩოსთან კომუნიკაციას აუცილებლობად თვლის.

„ამ მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს განსხვავებული ინფორმაცია, ბუნებრივია იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია და ბუნებრივია მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომელიც არსებობს“-ამბობს დავით ზალკალიანი.

ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს საერთოდ უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დღის ამბები