გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრები „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს ხვდებიან.
კონსულტაციები პირველ ლეიბორისტთან ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით იმართება.
როგორც ცნობილია, შალვა ნათელაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმს უერთდება.
გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურის შემდეგ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მმართველმა ძალამ არჩევნები გააყალბა და ის არალეგიტიმური პრეზიდენტია.
ოპოზიცია ითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით გაიმართება.
გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციების ფაზაშია და ისინი ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევენ.