03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
”ყველა თაობა საქართველოსთვის” ხელმძღვანელი ფილმის ჩვენებაზე ბავშვების მოყვანის ორგანიზებას უარყოფს

ორგანიზაციის ”ყველა თაობა საქართველოსთვის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მის მიერ გადაღებული ფილმის ფოკუსჯგუფში ბავშვები არ ყოფილან.

გია სალუქვაძის თქმით, ფილმის ჩვენებაზე ბავშვების მოყვანის ორგანიზება მას არ მოუხდენია. მისი თქმით, მათი მასპინძლები სხვადასხვა რეგიონში ყოფილი ე. წ. პოლიტპატიმრები იყვნენ.

გია სალუქვაძე აქვე აცხადებს, რომ ამ ფილმში არასრულწლოვანებისთვის დასამალავი არაფერია და მასში სხვადასხვა ტელეეთერით გასული კადრებია შეკრებილი.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია ”ყველა თაობა საქართველოსთვის” ხელმძღვანელი მომხდარ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასაც მიესალმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები