19 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"თავისუფალი დემოკრატები" გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის საკუთარ წინადადებას სთავაზობენ

გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრას, რომელზეც ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდა, არ ესწრებოდნენ "თავისუფალი დემოკრატები." პარტიის თავმჯდომარე შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ის მზად არის შეუერთდეს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას, თუმცა ფიქრობს, რომ მოთხოვნები ეტაპობრივად კონკრეტული შედეგის მიღების შემდეგ უნდა დადგეს.

შავგულიძე ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა საარჩევნო სისტემის არსებული მოდელიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოითხოვოს.

"პროპორციული არჩევნების მოთხოვნა დავაყენოთ, ამის მექანიზმი არსებობს. ეს მექანიზმი ჩვენ შევთავაზეთ და ვთავაზობთ ოპოზიციას და გადავდოთ საკითხი ვადამდელთან დაკავშირებით. ვინაიდან, ეს არის სწორედ, რაშიც არ არის თანხვედრა ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ თანხვედრაა იმაში, რომ პროპორციულის გარეშე ვადამდელის მოთხოვნას აზრი არ აქვს. მოდით, მოვითხოვოთ პროპორციული, გავაერთიანიოთ ძალისხმევა, თუ მივაღწევთ შედეგს მერე მოვუბრუნდეთ ვადამდელის საკითხს, შეიძლება ამან დროში იმდენიც დაიჭიროს, რომ საერთოდ აქტუალური აღარც იყოს ვადამდელის მოთხოვნა,“-ამბობს შალვა შავგულიძე.

ოპოზიციური სპექტრი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ერთიანდება.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული კონსულტაციები, დღეს კონკრეტული შედეგით დასრულდა. შეიქმნა ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, რის შემდეგაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები