03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ოცმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ ფუნქციონირება შეწყვიტა

ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი დაასრულა. შემოწმების შედეგად 20-მა სტომატოლოგიურმა კლინიკამ ფუნქციონირება შეწყვიტა.

ყველა მათგანი სტანდარტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით მუშაობდა.

სტომატოლოგიური კლინიკები მთელი თბილისის მასშტაბით და რეგიონების უმეტეს ნაწილში შემოწმდა.

მცირედი დარღვევების გამო რამდენიმე დაწესებულებამ დროებით შეაჩერა საქმიანობა.

მონიტორინგი ცე ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

დღის ამბები