03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ფრანკფურტის ცენტრი არეულობამ მოიცვა

ფრანკფურტის ცენტრი არეულობამ მოიცვა. ასობით ადამიანი ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი ოფისის გახსნას აპროტესტებდა.

აქციის დაწყებისთანავე პოლიციელებს დაუპირისპირდნენ დემონსტრანტები, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მათ ჯერ ბარიკადები დაწვეს, შემდეგ კი სამართალდამცველთა მანქანებს წაუკიდეს ცეცხლი, ბოლოს მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები ესროლეს.

შეტაკებების შედეგად, 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 350-ზე მეტი კი დააპატიმრეს.

ამ დროისთვის ფრანკფურტის ცენტრში პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები