19 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ოკუპანტები ცდილობენ, გამოიყენონ სხვადასხვა ფორმის ზეწოლა - ქუთელია ატოცში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს

სოფელ ატოცში ოკუპანტების გააქტიურება ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავალს ისინი საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების გააქტიურებაში ხედავენ. ექსპერტები ურჩევენ მთავრობის წევრებს, უფრო მკვეთრი და ხისტი პოზიცია დააფიქსირონ რუსული ოკუპაციის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა.

მათი თქმით, აუცილებელია, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოების ნორმები ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ და ამ პროცესში უცხოელების გარდა, ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთონ.

„რუსეთის ქცევის ხელწერას თუ დავაკვირდებით ყოველთვის, როდესაც მგრძნობიარე პოლიტიკური პროცესია, ისინი ცდილობენ გამოიყენონ სხვადასხვა ფორმის ზეწოლა. არჩევნები მგრძნობიარე პერიოდი იყო. პიკში იყო დაპირისპირება ასული, ერთ-ერთ  დაპირისპირების თემა, სწორედ ოკუპაცია და რუსეთის თემა იყო, მოსალოდნელი იყო რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა. ადგილზე უფრო მეტი უნდა იყოს ხილული ყოფნა სამართალდამცავი ორგანოების და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ხშირი ვიზიტი და მონიტორინგი და უმკაცრესი რეაგირება,“-ამბობს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია.

დღის ამბები