03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ელბაქიძის დაღმართზე, ქვაფენილის ნაცვლად, ასფალტის დაგების შესახებ მერიამ განმარტება გააკეთა

თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ყოფილ ელბაქიძის დაღმართზე, ქვაფენილის ნაცვლად, ასფალტის დაგების შესახებ მერიამ განმარტება გააკეთა.

კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ქვაფენილი ამორტიზებული იყო და მისი შეცვლა ასფალტის მდგრადი საფარით ამ მიზეზით გადაწყდა. მისივე თქმით, ახალი საფარი ქუჩაზე უფრო კომფორტულს ხდის მას, როგორც მცხოვრებლებისთვის, ასევე ავტომფლობელებისთვის. 

 „შევცვალეთ მთლიანად კომუნიკაციის ქსელი და აქედან გამომდინარე, მთლიანად ქვაფენილის აყრა მოგვიხდა და აღვადგინეთ კედელი, რის გამოც აყრილი ქვაფენილის საფარი საკმარისი აღარ იქნებოდა. ქვაფენილის საფარის სამუშაოს შესრულება გვიჯდებოდა გაცილებით ძვირი, ვიდრე დღეს მოდიფიცირებული ასფალტის დაგება დაჯდა, რაც ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო ამ გადაწყვეტილების მიღებისას,” - აცხადებს  თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე. 

დღის ამბები