თავდაცვის მინისტრი თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ლევან იზორია პირველ განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ის მინისტრთა კაბინეტში რჩება.
იზორია ამბობს, რომ მას ბევრი გეგმა აქვს და მაშინ, როცა საკუთარ გეგმებზე საუბრობს, ნიშნავს, რომ მის განხორციელებასაც აპირებს.
სამთავრობო გუნდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამთავრობო გუნდში ცვლილებებია დაგეგმილი.
ერთ-ერთი ვერსიით, თანამდებობას პირველი სწორედ ლევან იზორია დატოვებს.