03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ქობულეთში სკოლის ოთხმა მოსწავლემ შიმშილობა შეწყვიტა

ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში ოთხმა მოსწავლემ შიმშილობა შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ბავშვებმა განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან და მშობლებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.

ოთხი მოსწავლის შიმშილობის მიზეზი ექსტერნის გამოცდები გახდა, რომელიც მათ ვერ ჩააბარეს.

ბავშვები დირექტორის გადადგომას მოითხოვდნენ.

დაპირისპირება სკოლის ხელმძღვანელთან და მასწავლებლებთან რამდენიმე დღეა გრძელდება.

დღის ამბები