03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
112 გხედავთ - გადაუდებელი დახმარების სამსახური მალე ზოგიერთ მოქალაქეს ახლებურად მიესალმება

ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის.

მალე გადაუდებელი დახმარების სამსახურის 112-ის ვებგვერდზე დარეგისტრირებული მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით შეძლებენ საჭირო დახმარების მიღებას. 

გადაუდებელი დახმარების სამსახური მალე ზოგიერთ მოქალაქეს ახლებურად მიესალმება - 112 გხედავთ.

ვიდეოზარის სერვისის დასანერგავად 112-ის თანამშრომლებმა მრავალთვიანი ტრენინგი გაიარეს. მათ შორის უცხოეთში და ზოგიერთი ტერმინის არავერბალურ ენაზე გადასათარმნად თავად ყრუთა კავშირში.

ყრუ და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს ინტერნეტის არქონის ან ვიდეოზარისთვის სიტუაციის შეუსაბამობის დროს შეეძლებათ ასევე ახალი, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისით ისარგებლონ. ამისთვის მისამართად კრეფენ 112-ს, ტექსტში კი შემთხვევის მოკლე აღწერას და ზუსტ მისამართს უთითებენ. პირადი მონაცემები ამ შემთხვევაში საჭირო აღარ იქნება.

გაეროს ელჩი გადაუდებელი დახმარების ახალი სერვისის პიარკამპანიაში მონაწილეობს. 112-მა ეს პროექტი სწორედ გაეროს განვითარების პროგრამის, იუენდიპის და შვედეთის საეთაშორისო თანამშრომლობისა და განვითრების სააგენტოს სიდას ხელშეწყობით განახორციელა.

112-ის მოკლე ტექსტური და ვიდეოზარის სერვისის გამოყენება მხოლოდ 112-ის ვებგვერდზე დარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი. რეგისტრაცია 27 მარტიდან, პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დაიწყება.

 

სიუჟეტის ავტორები: მაია ლომიძე, გიორგი ჩიკვილაძე.

 

დღის ამბები