ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის წინააღმდეგ -
კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით გიორგი გოგლიჩიძე დღეს მერიის წინ აქციის გამართვას გეგმავს.
მისი თქმით, მახათაძის წინააღმდეგ, რამდენიმე საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ერთ-ერთი მათგანი კი ქერქული ნარჩენების მიტაცებაა, რომელშიც საკუთარი ძმა ჰყავს ჩართული.
იმ შემთხვევაში თუ მახათაძე თანამდებობას არ დატოვებს გოგლიჩიძე მერიის შენობის პიკეტირებას აპირებს. ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო.
„ვითხოვ კახაბერ მახათაძის უპირობო გადადგომას, ვინაიდან მასზე აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე. მას არ აქვს მორალური უფლება ის იყოს ზესტაფონის მერი. ვინაიდან ის არის ჩაფლული კორუფციაში, სილიკომმანგანუმის დატაცებაში და ტენდერებს, სხვა რომ ვერაფერი ვეღარ ნახა, ერთ მონაკვეთზე ორჯერ აცხადებს,“-განაცხადაზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ.