03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
ტუნისში ბათუმის მოცეკვავეთა ანსამბლი იმყოფება - 93 მოზარდი ქალაქის პორტშია გაჩერებული

ტუნისში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები. ბათუმის მოცეკვავეთა ანსამბლის წევრები ქალაქის პორტში, გემზე არიან გაჩერებულნი. ანსამბლი მთაწმინდა ტუნისში გასტროლებზე ჩავიდა. ჯგუფის 103 წევრიდან 93 ბავშვია.

ინფორმაციას კურიერთან საუბრისას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების პრესსპიკერი განმარტავს, რომ ტუნისში დღეს საქართველოს ელჩი ჩავა, რომელიც ვითარებას ადგილზე გაეცნობა და ქართველების მდგომარეობით დაინტერესდება.

დავით კერესელიძის ინფორმაციით, ტუნისში ასევე იმყოფებიან ქართველი მეზღაურებიც.

დღის ამბები