03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
”სალამი მავთულხლართებიდან” - დღეს თომა ჩაგელიშვილის ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

”სალამი მავთულხლართებიდან” - თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება დღეს ჯანაშიას სახელობის მუზეუმში.

ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ყოფას ეხება.

კინოსურათის ”თი-სტუდიამ” გადაიღო „კავკასიური სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ ფინანსდება.
პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ავტორი უკვე მუშაობს დოკუმენტური ფილმის მომდევნო ნაწილზე.
პრეზენტაცია დღეს ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 16:00 საათზე გაიმართება.

დღის ამბები