03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
ანსამბლ "მთაწმინდის" ხელმძღვანელის თქმით, ტუნისში გემზე მყოფებს საფრთხე არ ემუქრებათ

ტუნისში, რომელიც გუშინ მომხდარი თავდასხმის შემდეგად მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა, ბათუმის მოცეკვავეთა ანსამბლი იმყოფება, დაახლოებით ასკაციანი შემადგენლობით.

ანსამბლის წევრები მოზარდები არიან. ისინი ქალაქის პორტში, გემზე არიან გაჩერებულნი.

ქორეოგრაფიულ ანსამბლ "მთაწმინდის" ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ და გემმა პორტი დღეს უნდა დატოვოს.

ტუნისში ასევე არიან ქართველი მეზღაურებიც.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები