19 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
აქცია ბათუმში - "პატრიოტთა ალიანსის" წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვენ

პატრიოტთა ალიანსის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვენ.

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან პატრიოტთა ალიანსის წევრებმა, მხარდამჭერებთან ერთად, საკონსტიტუციო საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა სასამართლოს მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტეტეს, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

„ჩვენ ვუერთდებით თბილისში მიმდინარე აქციას და მოვითხოვთ, რომ საერთოდ გაუქმდეს კანონი ან გადაიხედოს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მიწა-წყლის გასხვისებას საქართველოში. ვითხოვთ კანონის გაუქმებასაც და საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებასაც,“ - განაცხადა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა, თენგიზ თავდგირიძემ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 16 დეკემბრამდე აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ და დაარეგისტრინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

„ეს მიწები უფალს და ქართველ ხალხს ეკუთვნის და არა უცხოელ ვინმეს. ბოლომდე საქმის კურსში არ ვარ იმიტომ, რომ ვიწექი და დღეს გამოვედი. მისცეს 9-დღიანი კანონი, შემოიღო პარლამენტმა და ეს გამორიცხულია 16-მდე ანუ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. უნდა მოასწრონ, ალბათ, გაფორმებები და ვფიქრობ, რომ ეს ასე არ იქნება,“  - განაცხადა როსტომ შერვაშიძემ.

დღის ამბები