19 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
სროლა სტრასბურგის ცენტრში, საშობაო ბაზრობასთან - არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

სროლა სტრასბურგის ცენტრში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე, 3 ადამიანი. 12 დაშავებულიდან კი უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმა ქალაქის ისტორიულ ცენტრში საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა. 29 წლის მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა. მისი დაკავება ფრანგმა სამხედროებმა სცადეს, რომელიც ქუჩაში პატრულირებდნენ. ორმხრივი სროლის შედეგად თავდამსხმელი დაიჭრა, თუმცა მიმალვა მაინც შეძლო. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მსროლელი იდენტიფიცირებულია

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საფრანგეთის საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი.

საქართველოს წარმომადგენლობა სტრასბურგში მყოფ პირებს ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

რაც შეეხება სტრასბურგის ცენტში ინციდენტის დროს მყოფ 20-მდე მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან და ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ისინი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სასტუმროებში გადაანაწილა.

დღის ამბები